გაკვეთილის გეგმა


სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღლის საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა ხელოვნებაში 
მასწავლებელი
თამარ ბაშელეიშვილი
კლასი
VI
საფეხური
დაწყებითი
საგანი / ინტეგრირებული საგნები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ისტ)
 სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
  სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რადგან  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. 
 ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ხელოვნების გაკვეთილისთვის ვიზუალური მასალის მოძიება და   თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. ისტ-ის გამოყენებით შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარჩვევების განვითარებას.  ასეთებია, მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით;  სივრცული წარმოდგენა; თანამშრომლობის უნარჩვევები; სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
  გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს. ამისათვის გაკვეთილის დაგეგმვისას ვცდილობ პარალელურად შევქმნა ისეთი დამატებითი სასწავლო რესურსები, რომელიც  დაეხმარება  მოსწავლეებს სწავლა-სწავლების პროცესში. რომ გაკვეთილი იყოს  სახალისო  და თან შედეგზე ორიენტირებული 
გაკვეთილის თემა
მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში ( იტალია, საფრანგეთი,  ეგვიპტე .)

წინარე ცოდნა - მოსწავლეები   სახელმძღვანელოს მე-3-ე თავში გაეცვნენ  სამ ცნობილი ქალაქს: რომს, პარიზს და  ქაიროს, გაკვეთილებზე შეისწავლეს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ამ ქალაქების მუზეუმებში დაცული ხელოვნების ნიმუშები, გაეცვნენ მოღვაწე ხელოვანებს და მათ შემოქმედებას, ცალკეული გაკვეთილები ეხებოდა ამ ქვეყნის კულტურასაც რომლებშიც ეს ქალაქები მდებარეობს მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე   ინტერნეტში  კომპიუტერებით მოიძიეს და შეინახეს  ფოტო მასალა ეგვიპტის, იტალიის, საფრანგეთის  ხელოვნების ნიმუშების და  ღირსშესანიშნაობების შესახებ.
დრო
ერთი გაკვეთილი (45 წუთი)
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 6 მოსწავლე,
სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სწავლა-სწავლების პროცესი
      (ე. ს . გ)
მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა გაუღვივდეს   შესწავლილი ქვეყნების ხელოვნებისა  და კულტურის მიმართ; ხელოვნებას დაუკავშიროს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები , გაუჩნდეს მოტივაცია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მოიძიოს  ამ ქვეყნების ხელოვნების ნაწარმოებები, განუვითარდს ხელოვნების ნაწარმოების მოძიებისა და ანალიზის უნარი  
გაკვეთილის მიზანი
1.      მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2.      ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
3.      წყვილური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები;
4.      მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
5.      მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VI.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•            აამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
•                მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში;
•                ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე; 
•                განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
ს.გ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
           ანაწილებს გუნდში ფუნქციებ;მოვალეობებს;
           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელების შესაძლებლობებს;
           ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
ს.გ.VI.8. მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
•        გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ;
•           საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე;
•           საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო სპექტაკლიდან, ფილმიდან, ფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდან, წიგნის ილუსტრაციებიდან.
ს.გ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
         ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
         ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები,  კედელი, ცათამბჯენების და სხვ.);
         მსჯელობს, როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.11.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
         ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
         იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს;

ისტ :
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
           გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
           იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში .
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
           ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში  ციფრული მასალის შესაქმნელად;
           იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
ცოდნა
         ეგვიპტის,  იტალიის, საფრანგეთის,  (ქაირო, რომი, პარიზი,   ) არსებული ხელოვნების ნაწარმოებები, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები 
         ინტერნეტ ბრაუზერში ინფორმაციის მოძიება და შენახვა. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.   ახალი პრეზენტაციის შექმნა.
უნარ-ჩვევები
         ხელოვნების ნაწარმოების კვლევის და ანალიზის უნარი
         მასალის დამოუკიდებლად მოძიების უნარი
         თანამშრომლობის უნარი
         კომუნიკაციის უნარი
         დისკუსიის და შეჯამების უნარი
         ისტის გამოყენების უნარ-ჩვევა
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
  ახსნა-განმარტება;
  კითხვა-პასუხი ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით;
  პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით;
  შესრულებული დავალების პრეზენტაცია;
  შესრულებული დავალებების შეჯამება/სტრატეგია: „რა დაამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“;
  შეფასება/თვითშფასება (განმსაზღვრელიგანმავითარებელი);
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, წყვილები, ინდივიდუალური.
შეფასება
შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, ინტერაქტიული პრეზენტაცია, 3 ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი , შეფასების ,თვითშეფასების  და ურთიერთშფასების რუბრიკები. (დანართი№1) .
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა-გამოწვევა (7წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
ახსნა-განმარტება-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა
3 წთ
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, პროექტორი,
კომპიუტერი შეფასების  და თვითშეფასების რუბრიკები (დანართი№1) . (დანართი№2) .

2
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი
არსებული ცოდნის გააქტიურება; მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის უკუკავშირი

1.აქტივობის აღწერა-გაკვეთილის დასწაყისში მივესალმები კლასსგავაცნობ გაკვეთილის თემასმიზნებს , შეფასების და თვითშეფასების რუბრიკას.

2.აქტივობა აღწერა-  კითხვა -პასუხი.
არსებული  ცოდნის გააქტიურებისათვის  გამოვიყენებ  წინასწარ დამზადებულ   რესურს;  სადაც განთავსებულია ილუსტრაციები ,  ვუსვავ კითხვებს პრეზენტაციიდან გამომდინარე :

  
1. რომელი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებია მოცემული ფოტოზე?
2.რატომ ატანდნენ ფარაონებს ბევრ ნივთს და ძვირფასეულებას?
3.რა ქვია წერტილებით ხატვას?
4.რა იცით გარდაცვლილთა კულთთნ დაკავშირებით ეგვიპტურ ტრადიციებზე?
5.სად აღმოაჩინეს ფოტოზე მოცემული პორტრეტები?
6. რას უკავშირდება მოცემული ქანდაკების შექმნა?
7. რას ნიშნავს ტერმინი „რენესანსი“?
8. რეომელი ქვეყნის  გერბია სურათზე გამოსახული?
9. ვინ არის ნახატის ავტორი ?
10. რომელი ქვეყნის დროშაა გამოსახული სურათზე?


II ფაზა-სიღრმისეული წვდომა  (23 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით.
ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
წყვილური მუშაობისა უნარი.            მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
23 წთ
წყვილები
კომპიუტერი.
დაკვირვება

1.აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს  ვთხოვ გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  ვანაწილებ წყვილებში დავალებებს: 
 პირველი წყვილი აკეთებს პრეზენტაციას ეგვიპტის ხელოვნების შესახებ, 
მეორე წყვილი იტალიის ხელოვნების შესახებ; 
მესამე წყვილი საფრანგეთის ხელოვნების შესახებ; 
( წინა გაკვეთილზე მოსწავლეებმა ეგვიპტის, იტალიის საფრანგეთის და საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ მოიძიეს ფოტომასალა ინტერნეტში, კომპიუტერებში შექმნეს საქაღალდეები ქვეყნის დასახელებით და შეინახეს მოძიებული მასალა). 
მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მოძიებული მასალა და შექმნან პრეზენტაცია . მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში .

III ფაზა-რეფლექსია  (15 წთ)

აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განივითაროს საპრეზენტაციო უნარები.
2x4=8წთ
პრეზენტატორები
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის უკუკავშირი
2
შესრულებული დავალებების  შეჯამება-სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“
მოსწავლეებმა გააკეთონ დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის
4 წთ
წყვილები,
 ინდივიდუალური
პროექტორი,
კომპიუტერი
მასწავლებლის  და მოსწავლეების უკუკავშირი
3
შეფასება/თვითშფასება (განმსაზღვრელიგანმავითარებელი)
მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლეების მიერ თვითშეფასებისა და წყვილების შეფასების სქემების შევსება.
3 წთ
ინდივიდუალური/
ჯგუფური
შეფასების რუბრიკები (დანართი№1)
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფსება მოსწავლეების უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა-წყვილები  მოკლედ და ლაკონურად ახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტირებას,  ყველა წყვილს ეძლევა 2  წთ
თითოეულ წყვილს ეძლევა საშუალება , წარმოადგინონ მათთვის განკუთვნილ თემაზე წინასწარ დამზადებული  პრეზენტაცია  და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ.
2. აქტივობის აღწერა-თითოეულ წყვილს ეძლევა საშუალება , კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი მოსაზრებები  და შეაჯამონ  რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ისტ ტექნოლოგიების  გამოყენებით შესწავლილი ქვეყნების ღრსშესანიშნაობების შესახებ..
3.აქტივობის  აღწერა  -მოსწავლეებს  ვაძლევ  განმავითარებელ უკუკავშირს
შეფასების  რუბრიკების საფუძველზე( იხ.დანართი№1) ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებითშემდეგ მოსწავლეებს  ვაძლევ  თვითშეფასების  და წყვილის შეფასების  სქემებს( იხ.დანართი№2).  მოსწავლეები ავსებენ  .
დავალების მოთხოვნას პასუხობს სრულად. პრეზენტაციაში მოკლედ და ლაკონურად არის ასახული ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების ნიმუშები, სამუშაო პროცესში წყვილი ერთად იღებს გადაწყვეტილებას , თანამშრომლობა კარგია
8-10
დავალების მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივპრეზენტაციაში არის ნაწილობრივ  ასახული ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების ნიმუშები, პროცესში შესამჩნევია თანამშრომლობა წყვილებს შორის
5-7
დავალების მოთხოვნას პასუხობს მცირედპრეზენტაციაში არის ნაწილობრივ  ასახული ქვეყნის  ღირსშესანიშნაობები, წყვილებს შორის არ არის თანამშრომლობა
3-4
პრეზენტაცია დავალებას არ პასუხობსან აზრის გაგება შეუძლებელიაან საერთოდ ვერ ქმნიან
1-2
კრიტერიუმები
მაქსიმალური 
ქულა-10
1.    მოსწავლემ  აქვს ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2
2.   მოსწავლეს ახსოვს ნასწავლი მასალა, წინარე ცოდნა გაკვეთილზე  შესამჩნევია
2
3.   გაკვეთილზე მოსწავლე აქტიურად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში. აქვს წყვილებში  მუშაობის   და საპრეზენტაციო უნარები.
2
4.   ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;
2
5.   მოსწავლეს შეუძლია საგნების ინტეგრაცია, იგრძნობა როგორ ახდენს  ხელოვნებისა და ისტის ინტეგრაციას , აქვს ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; მოსწავლემ შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
2
                                                                                               მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:      
----------------------
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
  მაქვს ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;



მახსოვს ნასწავლი მასალა;



გაკვეთილზე აქტიურად  ვარ ჩართული გაკვეთილის პროცესში. მაქვს  მეწყვილესთან მუშაობის და  საპრეზენტაციო უნარები.



ვფლობ საკომუნიკაციო უნარებს , შემიძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.



შემიძლია საგნების ინტეგრაცია, ვახდენს  ხელოვნებისა და ისტის ინტეგრაციას , მაქვს ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; შემიძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.




x





შეფასება:  

(მოსწავლის შეფასების რუბრიკები, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების  სქემა თან ერთვის გეგმას)
 განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარით; 
განმსაზღვრელი შეფასება შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

(დანართი№1)
შეფასების რუბრიკები 
ჰოლისტური შეფასების სქემა  
(წყვილებში მუშაობა - ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების დახმარებით)    
 გაკვეთილი“ მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში  „   












(დანართი№2) . 

მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება  ( 10 ქულიანი რუბრიკა)          
                                                   VI კლასი   ხელოვნება













წყვილი  N .......   შეფასება        


რეკომენდაცია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წყვილი შეაფასეს ; 1. --------------2. -------------- 3. ---------------


                                              


გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი:22.05.2019
მასწავლებელი: თამარ ბაშელეიშვილი
კლასი: მეექვსე
საფეხური: დაწყებითი
ტიპი: ხელოვნების  გაკვეთილი
საგანი / ინტეგრირებული საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ისტ)
თემა: მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში  ( იტალია, საფრანგეთი,  ეგვიპტე)
დრო: 45 წთ.

1.               რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
 გაკვეთილის ჩატარება განაპირობა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შესწავლილმა თემებმა, კერძოდ, სახელმძღვანელოს  სტრუქტურამ (ავტორები: ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე, თ.ჯაყელი), რადგან ის აგებულია მსოფლიოს 12 დიდი საინტერესო ქალაქის ირგვლივ და ეხება მათ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, ამ ქალაქების მუზეუმებს მათში დაცული ხელოვნების ნიმუშებს, ამ ქალქებში მოღვაწე ხელოვანებს და მათ შემოქმედებას. ყველა თავის ბოლოს, შემაჯამებელი გაკვეთილის  თემატურად მოსდევს „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ რომელიც ამ თავში შესწავლილ ქალაქებს და მის ღირსშესანიშნაობებს ეხება და მისი მიზანია  მოსწავლეს განუვითაროს: სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;        ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები. ისტ-ის გამოყენებით კი მოსწავლეებს შეუძლიათ დამოიკიდებლად ხელოვნების გაკვეთილიზე ვიზუალური მასალის მოძიება და   რესურსების შექმნა და გამოყენება. მეექვსე კლასის  მოსწავლეები აგრეთვე სწავლობენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კლასი ამთავრებს დაწყებით საფეხურს  და  ისტ-ის შესწავლას, მოსწავლეები სწავლობენ ისტ-ის ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს და   სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენებას კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რადგან ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის შდეგების მიღწევას   და შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. გამომდინარე აქედან, ლოგიკურია ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირება. გარდა ამისა, გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს. 
2.               რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  არსებული ცოდნის გააქტიურება; გამოვუმუშავდათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით  კითხვა პასუხის შედეგად; პრეზენტაციაზე მუშაობა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით-ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; წყვილური მუშაობისა უნარი. შეძლეს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი რესურსები,  განივითარეს საპრეზენტაციო უნარები და შეაჯამეს  გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. შეძლეს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც განუვითარდათ შემდეგი უნარები:
  ციფრული წიგნიერება
  კომუნიკაცია
  მხატვრული ნაწარმოების ანალიზი
  არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების  უნარი
  პასუხისმგებლობა
  პრეზენტაცია
  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო:
    გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მაასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .  გაკვეთილი ატარებდა გამოყენებით პრაქტიკულ ხასიათს, როგორც დიდაქტიკური, ასევე საგნობრივი კომპეტენციის.
3.               იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
მიმაჩნია რომ, მივაღწიე გაკვეთილის მიზანს, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
1.           მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი;
2.           ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
3.           წყვილური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები;
4.           მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
5.           მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა:  კითხვა-პასუხისას  გავაქტიურე  არსებული ცოდნა, მოსწავლეებს გამოვუმუშავე სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი; პრეზენტაციაზე მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ  ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი; წყვილური მუშაობისა უნარი, შეძლეს ისტ-ის ეფექტურად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. პრეზენტაციისას და გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის. განივითარეს საპრეზენტაციო უნარები. მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და გავედით საგნების შედეგებზე:
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VI.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
• ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
• მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში;
• ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე
• განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
ს.გ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
  ანაწილებს გუნდში ფუნქციებს/მოვალეობებს;
  ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს;
  ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
ს.გ.VI.8. მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
• გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ;
• საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე;
• საუბრობს ინფორმაციაზერომელიც მიიღო სპექტაკლიდანფილმიდანფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდანწიგნის ილუსტრაციებიდან.
ს.გ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
              ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
              ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენების და სხვ.);
              მსჯელობს, როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.11.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
              ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
              იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს;
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები :
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
  აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
  ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
  იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში .
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
  ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
  ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
  იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
  იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
4.               რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
გაკვეთილის დასრულების შემდეგ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემს მიერ დაგეგმილმა სამოდელო გაკვეთილი იყო საინტერესო არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისათვის , არამედ დამსწრე კოლეგებისთვისაც, ამას ადასტურებს გაკვეთილის ბოლოს ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება სკოლაში. ჩატარებულმა  გაკვეთილმა  დამანახა, რომ: მოსწავლეებმა   ისტ-ის გამოყენებით გაიფართოვეს თვალსაწიერი, გაიღრმავეს ხელოვნების გაკვეთილზე შესწავლილი ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ ცოდნა, გამოუმუშავდათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი; გაეზარდათ ორივე საგნის მიმართ ინტერესი;   გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები. გაკვეთილი დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს  მომავალში გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება   და გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ჩემი  თვითშეფასება და საკუთარი პროფესიული ციკლის რეფლექსია, უწყვეტ და ინტესიურ მიდგომას საჭიროებს, რომლის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.  სწორედ ამიტომაც ფიქრი ჩემ პროფესიულ განვითარებაზე  ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
5.               სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეებს განავითარებს/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ისტ-ის გამოყენებით შევქმენი უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალა   მისი საშუალებით გაკვეთილი გახდა  ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ იყო , არამედ მათ თავად შეძლეს გამოემუშავებინათ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის თავისებურებათა  გაცნობიერების უნარი, შექმნეს რესურსები  და წარადგინეს პრეზენტაცია, რითაც განუვითარდათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.  ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.
6.               რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორცილდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელი იყო შემქმნოდა მცირე პრობლემა, ეს გამოიკვეთა კიდეც საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა რომ ყველა ჩვენი აქტივობა განვახორციელეთ , უმჯობესი იყო პრეზენტაციისთვის  შედარებით მეტი დრო  გამომეყო , მართალია მოსწავლეებმა შეძლეს სრულად ეჩვენებინათ წყვილური მუშაობის დროს შესრულებული დავალება, მაგრამ პრეზენტირებისას მათი საუბარი მცირე პერიოდს მოიცავდა. გამოჩნდა ის საკითხიც, რომელიც მე მაძლევს ვიფიქრო როგორ გავაუმჯობესო ჩვენი სასწავლო პროცესი, ეს არის მოსწავლეთა ჩართულობაზე  მეტი მუშაობა, მართალია  გაკვეთილი ინტერაქტიული იყო და ყველა მოსწავლე სხვა და სხვა აქტივობების დროს  ჩართული იყვნენ  გაკვეთილში, წყვილური მუშაობის დროს მომეჩვენა, რომ თანაბრად არ იყვნენ დატვირთული ამას ხელი შეუწყო იმანაც რომ წყვილები თითო კომპიუტერთან მუშაობდნენ , რის შედეგადაც გამოიკვეთენ ლიდერები.
7.       რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებად  ,იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები  და  მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან თვითონ ქმნიდნენ რესურსებს და აკეთებდნენ პრეზენტაციას თვაიანთი რესურსებისას.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო  ინტეგრირებული საგნების  ცოდნის ეფექტურად გამოყენებაზე , ასევე გამჭოლი კომპეტენციის (ციფრული კომპეტენცია) განვითარებაზე .  ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან, ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
  ვიზუალიზაცია
  გონებრივი იერიში
  ინდუქცია
  დედუქცია
  წყვილებში მუშაობა
  პრეზენტაცია
  კითხვა-პასუხი
  თვითშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ შესწავლილი  მასალა, ისინი  ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში,  რითაც გაეზარდათ მოტივაცია ორივე ინტეგრირებული საგნის მიმართ, იგრძნობოდა  უკუკავშირი.
8.               რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
სამომავლოდ აუცილებლად შევიტანდი ცვლილებას:
გავზრდი პრეზენტაციის დროს - (თითოეულ  წყვილს ორი წუთი ჰქონდა, შემდეგ მთელ კლასს ორი წუთი პრეზენტაციების შესაჯამებლად) ვფიქრობ საჭიროა პრეზენტაციის დროს მომატება რადგან მოსწავლეებმა უფრო ამომწურავად წარადგინონ პრეზენტაცია.
9.     რას გავითავლისწინებ მომავალში გაკვეთილის მომზადებისას?
გავითვალისწინებ გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას, შვეცდები  ზუსტად გავთვალო აქტივობების დრო, რათა უფრო ამომწურავად მოახდინონ მოსწავლეებმა პრეზენტაციის წარდგენა.  მეტ ყურადღებას გავამახვილებთ წყვილური მუშაობის დროს  ფუნქციების განაწილებაზე, რითაც ხელს შვუწყობ მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога