სოციალური პროექტის გეგმა
„ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“
სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
თამარ ბაშლეიშვილი
თანამდებობა
პრაქტიკოსი მასწავლებელი
რაიონი
სამტრედია
სკოლა
კორმაღლის საჯარო სკოლა
ქალაქი
სამტრედია
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
 „ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“

დონე/კლასი  
 6 კლასი დაწყებითი საფეხური.
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
  დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანების, ცხოველების,მცენარეების სიცოცხლეს.ამ ეტაპზე მოსწავლეებს  ნაწილობრივ აქვთ ცოდნა სუფთა გარემოს მნიშვნელობის შესახებ. მათ შეისწავლეს გაკვეთილი ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო’’ . ისინი მსჯელობენ, გულისტკივილით იხსენებენ გარემოს დაბინძურების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ  და თავიანთი წვლილი შეიტანონ  გარემოს დასუფთავების საკითხში.

პროექტის  მიზნები/ შედეგები
§  მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თანამშრომლობის უნარი; გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.[ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;]
§  მოსწავლეები მოიძიებენ და შეიწავლიან ბუნების დაცვის თემაზე შექმნილ ლექსებს, საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების გახსენებით დამოუკიდებლად, აზრის ნათლად ჩამოყალიბებით შექმნიან მცირე ზომის  ტექსტებს,
§   გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დახატავენ და გამოფენენ ნამუშევრებს,
§  შეიმუშავებენ ათამდე  გარემოსდაცვით  ქცევის წესსა და 3-4 მომწოდებელი შინაარსის ტრაფარეტს , 
§  საკლასო ოთახის გალამაზებისათვის დარგავენ ქოთნის ყვავილებს, ნარჩენებისაგან დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას .
§  ყოველ ჯერზე შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები.
§  დასუფთავებული  და დაბინძურებული გარემოს სურათები, გამაფრთხილებელი აბრები ჩანაწერების ფურცლები.
§  პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე გარემოს დაცვის  შესახებ როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში.
პროექტის მდგრადობა

  სამწუხაროდ ყოველდღიურად ვხვდებით თითქოსდა უდანაშაულო ფაქტებს,თუ როგორ ყრიან ბავშვები  ქუჩებსა და ეზოებში სხვადასხვა უსარგებლო ნარჩენებს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს.ხშირად უფროსებიც არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს. სიგარეტის ნამწვავები,ცარიელი პლასმასის თუ მინის ბოთლები, კანფეტების ფუთები,პიკნიკის ნარჩენები  სკვერებში ,მდინარისა და ზღვის სანაპიროებზე, შემაშფოთებელ სურათს ქმნიან. ამას ემატება სხვა გარემოს დაცვითი პრობლემები,ავტომობილებისა და ქარხნების გამონაბოლქვები, წყლებში ჩაღვრილი მომწამლავი ნივთიერებები,გაჩეხილი ფერდობები,დამწვარი ტყეები, გადაშენების პირას მდგომი ცხოველები და სხვა. გარემოს დაბინძურებამ და გაუფრთხილებლობამ  შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას და  ადამიანებს. მოსწავლეებმა შეისწავლეს გაკვეთილი ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო’’; ისინი აღშფოთებით მსჯელობდენ, გულისტკივილით იხსენებდენ გარემოს დაბინძურების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ გაუჩნდათ სურვილი განეხორციელებინათ პროექტი ,რათა  უფრო მეტი გაეგოთ  და თავიანთი წვლილი შეეტათ  გარემოს დასუფთავების საკითხში.  მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს სწორედ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ბუნების სიყვარული , რადგან მასზე მუდმივი  ზრუნვის სურვილი მათ ჩვეულებად   ექცეთ, გაითავისონ ეს პრობლემა და ებრძოლონ მას.  შეძლონ , ყველგან და ყოველთვის დაიცვან გარემოს დაცვითი წესები.
თემის შინაარსი

 პროექტის მსვლელობა და აქტივობები .
1.      კვირის აქტივობები :
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა მათი სურვილისამებრ  და  ასევე მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებების  განაწილება (ვადა  ერთი კვირა)
აქტივობა  -დისკუსია.(15 წთ)  ვაწყობ დისკუსიას თემაზე ,,მე მინდა გავიზარდო სუფთა გარემოში.“მოსწავლეები მსჯელობენ,კამათობენ,აზრებს გამოთქვამენ.ყველას სურს გულისტკივილი გამოთქვას აღნიშნულ თემაზე.(სსსმ მოსწავლე შეძლებს გამოთქვას საკუთარი აზრი,გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და გაიხსენოს ფაქტები საკუთარი ცხოვრებიდან).
აქტივობა - მარტივი ტექსტების შედგენა.(15 წთ) გამართული დისკუსიის საფუძველზე და შთაგონებით დამოუკიდებლად ქმნიან მარტივ  ტექსტებს,სადაც გაიხსენებენ და აღწერენ გარემოს დაბინძურების ფაქტებს საკუთარი ცხოვრებიდან. შექმნილი ტექსტების ანალიზის მიხედვით ვიგებ მოსწავლეთა ინტერესებს, ვანაწილებ მათ ჯგუფებად და ვაწვდი დავალებებს:
აქტივობა -დავალებების განაწილება-(5 წთ)
1 ჯგუფის დავალება- ;ბუნების დაცვის თემაზე ლექსების მოძიება და დასწავლა.(ვადა 5 დღე)
2 ჯგუფის დავალება- სკოლიდან სახლამდე გზაზე  დაბინძურებულ ადგილებზე დაკვირვება და ჩანიშვნა  ; ვადა 2დღე).  გარემოსდაცვითი  მოწოდების  აბრების დამზადება. (სსსმ მოსწავლე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს აბრების დამზადებაში) (ვადა 3 დღე)
3 ჯგუფის დავალება- საკლასო გარემოს ყვავილებით გალამაზებისათვის საჭირო მასალების მოძიება.(ვადა 3 დღე)
2.       II კვირის აქტივობები:
მოძიებული მასალების დახარისხება და დამუშავება.
1 ჯგუფი -მოძიებული ლექსების კლასში ზეპირად  წაკითხვა , გაფორმებით ჩაწერა და გამოფენა.(ვადა 3 დღე)

მოსწავლეები კლასს  ზეპირად წაუკითხავენ გარემოს დაცვის თემაზე მოძიებულ  ლექსებს .დაწერენ მათ დიდი ფორმატის ფურცლებზე და  კლასში თვალსაჩინოდ გამოფენენ.
2 ჯგუფი- გარემოს დასუფთავებისადმი აქტივობის განხორციელებისათვის უსაფრთხო ქცევის წესების შემუშავება და ჩაწერა.(სსსმ მოსწავლე შეძლებს დაასახელოს ერთი ან ორი ქცევის წესი).(ვადა 3 დღე)
        3 ჯგუფი-საკლასო ოთახისათვის ქოთნის ყვავილების ჩარგვა; მოსწავლეები საკლასო ოთახისათვის  ქოთნებში დარგავენ ყვავილებს.(ვადა 2 დღე)
3.     III  კვირის აქტივობები :
ბუნების მშვენიერების თემაზე ნახატების შექმნა და გამოფენა;(ვადა 1 დღე)
მოიმენენ და დაისწავლიან სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“;(ვადა 1 დღე)
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ვადა 1 დღე)
მე-3 ეტაპში ყველა ჯგუფი ერთიანდება.მოსწავლეები ქმნიან ნახატებს ბუნების მშვენიერებისა და დაცვის თემებზე. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოიმენენ და დაისწავლიან სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“;
ასევე მე-3 კვირას დადგინდება თარიღი და  კლასის ყველა მოსწავლე ,ერთჯერადი სამუშაო ხელთათმანებისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენებისაგან. მოგროვილ ნაგავს მოსწავლეები განათავსებენ ურნაში. რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით  საპნით დაიბანენ ხელებს.ამ აქტივობაში ჩაერთვება კლასის დამრიგებელიც. გადავიღებთ აქტივობის ამსახველ ფოტო მასალებს.




პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელის შემშლელი ფაქტორები

      
        პროექტს შესაძლებელია დასჭირდეს უფრო მეტი დრო , ვიდრე არის გათვალისწინებული. მოსწავლეები პარალელურად   არიან ჩართული სხვადასხვა წრეების  ღონისძიებებში , რის გამოც შეიძლება პროექტის დასრულება გაჭიანურდეს. შესაძლებელია რომ უამინდობამ ან ძლიერმა სიცხემ ხელი შეუშალოს პროექტით გათვალისწინებულ გარემოს დასუფთავების აქტივობას. შესაბამისად გავეცნობი პროგნოზს და შევარჩევთ შესაფერის დროს. აღნიშნული აქტივობისათვის შესაძლებელია რომ ყველა მოსწავლე არ იყოს მომზადებული საჭირო ხელთათმანებით.ამ შემთხვევაში მათ   დავავალებ გარემოსდაცვითი აბრების გამოფენას  და ურთიერთშეფასების მიზნით მოსწავლეთა ქცევის წესებზე დაკვირვების აღრიცხვას.


შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

  ძირითადი პრინციპები თავი VIII.
პრიორიტეტული  გამჭოლი კომპეტენციები
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
 ) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
      ქარ. III. 11 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა.
·         წერს მარტივ ინსტრუქციებს;
     III. 12მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
·         აღწერს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
              3მოსწავლეს აკვირდება გარემოში საგნებს,ობიექტებს,მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში.
·         ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას.
ს.გ.III.6მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო;
·         ზრუნავს საკლასო ოთახის, ეზოს დალაგება-გალამაზებისათვის.
ბუნ.III.11 მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
·         განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·         თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.


დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
Ø  მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;
Ø  დავურიგებ პროდუქტების შაბლონებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
Ø  მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
Ø  მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
Ø  ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
Ø  ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომლებიც ჩემს მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.
Ø  მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ.
      შეფასების       გემა/ინსტრუმენტები
    პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მივცე მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი. შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით.
 თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში.

  პროექტისთვის საჭირო  მასალები:

ტექნოლოგია ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)
ფოტოკამერა
*      კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
*      ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
*      საბეჭდი მანქანა/პრინტერი
*      პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
*      ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება     
*      ინტერნეტძიება
 მულტიმედია
  ვებგვერდის შექმნა
*      Microsoft Office Word
*      Microsoft Office PowerPoint      

Комментарии

Популярные сообщения из этого блога