Сообщения
გაკვეთილის გეგმა
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღლის საჯარო სკოლა გაკვეთილის გეგმა ხელოვნებაში მასწავლებელი თამარ ბაშელეიშვილი კლასი VI საფეხური დაწყებითი საგანი / ინტეგრირებული საგნები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ისტ) სამოდელო გაკვეთილის ტიპი სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რადგან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ხელოვნების გაკვეთილისთვის ვიზუალური მასალის მოძიება და თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. ისტ-ის გამოყენებით შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსა